ეროვნული ლიგა 2 - „ლოკომოტივმა“ მარტვილის „მერანთან“ თამაში გადაარჩინა, „გარეჯმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ თბილისში „დინამო 2“ შალვა ექვთიმიშვილის გოლით (79-ე წუთზე) 1:0 დაამარცხა და კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან“ სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა.
ბოლნისის „სიონმა“ „თამაზ სტეფანია არენაზე“ „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და მე-20 წუთზე ირაკლი ზარიძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ამირან ძაგანიას გოლით (59) ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 88-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის დარტყმით სასურველი სამი ქულა მოიპოვეს 2:1.
ამით ვერც მესამეადგილოსანმა „სპაერმა“ ისარგებლა, რომელიც ხობში „კოლხეთთან“ 0:1 დამარცხდა. „სპაერი“ (56) სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე უკვე 8 ქულით ასწრებს „სიონს“, რომელსაც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის შანსი შეუმცირდა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მარტვილში „მერანთან“, ფაქტობრივად, წაგებული თამაში გადაარჩინა. მასპინძლები ბაქარ ლაღაძის (29) და ჯავახირ ესანკულოვის (32) გოლებით დაწინაურდნენ, 39-ე წუთზე კი ბაქარ ლაღაძემ პენალტით ვერ ისარგებლა. ბიძინა მახარობლიძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანებით (45+3, 78) დუბლი შეასრულა და „ლოკომოტივმა“ ქულა აიღო – 2:2.
ტურში მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა გასამართი. აუტსაიდერი თბილისის „მერანი“ ერთ-ერთ ლიდერს, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს 21 ოქტომბერს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში 15:00 საათზე უმასპინძლებს.
30-ე ტური
დინამო-2 თბ – გარეჯი 0 : 1
სიონი – ვიტ ჯორჯია 1 : 2
მერანი მრ – ლოკომოტივი 2 : 2
კოლხეთი ხობი – სპაერი 1 : 0