ეროვნული ლიგა 2 | „ლოკომოტივმა“ ბოლო ტურში თბილისის „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „ლოკომოტივმა“ ბოლო ტურში თბილისის „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურის პირველ მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ თბილისის „მერანი“ 5:0 დაამარცხა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ დაპირისპირებაში „ლოკომოტივი“ 22-ე წუთზე ალექსანდრე თურქიამ დააწინაურა, მერე კი თავი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (28) და გიორგი გაბაძემ (40) გამოიჩინეს. პირველი ორი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილის საგოლე გადაცემებით გავიდა.

მეორე ტაიმში ბიძინა მახარობლიძემ (66) და ლაშა მენთეშაშვილმა (81) გაიტანეს. მოგების მიუხედავად, „ლოკომოტივი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტის შეხვედრებს ლიგა 3-ის მესამეადგილოსან „რუსთავთან“ ჩაატარებს.

36 ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ, 2 დეკემბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს საგარეჯოში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, სადაც ერთმანეთს ლიდერები, „გარეჯი და ფოთის „კოლხეთი 1913“ დაუპირისპირდებიან. ფოთელები კონკურენტს ქულით ასწრებენ და ფრის შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ.

ხობის „პაატა თათარიშვილი არენაზე“ კი ხობის „კოლხეთისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრაში გაირკვევა, ვინ დარჩება ლიგა 2-ში და პლეი აუტის მატჩებს რომელი გუნდი ითამაშებს.

ეროვნული ლიგა 2, 36-ე ტურის მატჩები:

გარეჯი – კოლხეთი 1913

14:00. ცენტრალური – საგარეჯო

სპაერი – სიონი

14:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

მერანი მრ – დინამო-2 თბ

14:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

კოლხეთი ხობი – ვიტ ჯორჯია

14:00. პაატა თათარიშვილი – ხობი