ეროვნული ლიგა 2 - „ლოკომოტივი“ დამარცხდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 - „ლოკომოტივი“ დამარცხდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 33-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი.

თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერ საგარეჯოს „გარეჯთან“ 1:2 დამარცხდა, შესაბამისად, ლიგა 2-ში ადგილს პირდაპირი გზით ვეღარ შეინარჩუნებს და ამისათვის პლეი ოფში თამაში მოუწევს.

„ვიტ ჯორჯიამ“ „სპაერს“ 1:0 მოუგო და ლიგა 2-ში დარჩენის შანსი ჯერ ისევ აქვს. ამავე დროს, „სპაერის“ წაგებამ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობა შეუნარჩუნა ბოლნისის „სიონს“, რომელმაც ასეთივე ანგარიშით ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა.

ეროვნული ლიგა 2. 33-ე ტური

„გარეჯი“ – „ლოკომოტივი“ 2:1

„ვიტ ჯორჯია“ – „სპაერი“ 1:0

„სიონი“ – „კოლხეთი“ (ხობი) 2:1

„მერანი“ (თბილისი) – „დინამო 2“ (თბილისი) 0:3

33-ე ტურის ბოლო შეხვედრა 11 ნოემბერს „ფაზისი არენაზე“ გაიმართება, სადაც ფოთის „კოლხეთი 1913“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.