ეროვნული ლიგა 2 | ლიდერთა სამეულიდან ვერავინ მოიგო #1TVSPORT

19:25, 15.05.2025

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერებისთვის მე-12 ტური რთული გამოდგა. გათამაშების ლიდერი „სპაერი“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და მხოლდო ქულას დასჯერდა. თბილისის „ლოკომოტივმა“ კი მარტვილში „მერანი“ თორნიკე მოლაშვილისა და დავით ბუკიას გოლებით დაამარცხა.

„იბერია 2“-მა ამირან ძაგანიას დუბლით ერთ-ერთ ფავორიტს, „რუსთავს“ სძლია. ხოლიგონიომ“ – „დინამო 2“-ს აჯობა.

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი ფრედ დასრულდა.

მე-12 ტური

„იბერია 2“ – „რუსთავი“ 2:0

გოლები: 1:0 ამირან ძაგანია (73), 2:0 ამირან ძაგანია (90+1).

„მერანი“ (მარტვილი) – „ლოკომოტივი“ 0:2

გოლები: 0:1 თორნიკე მოლაშვილი (48), 0:2 დავით ბუკია (66).

გაძევება: რენატ გაგიტი (22, „მერანი“)

„გონიო“ – „დინამო 2“ (თბ) 3:1

გოლები: 1:0 კახა კახაბრიშვილი (14), 2:0 ლევან ინგოროყვა (21), 3:0 კახა კახაბრიშვილი (42), 3:1 კაუა (90+3);

„მეშახტე“ – „სპაერი“ 0:0

„სამტრედია“ – „სიონი“ 0:0

მსგავსი