ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებმა მოიგეს, „რუსთავმა“ სეზონის პირველი ნახევარი სამეულში დაასრულა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. ამით სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და 4 აგვისტოს განახლდება.
„რუსთავმა“ იაპონელი იუტა ნაკანოს დუბლით „დინამო თბილისი 2“ დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
„იბერია 2“ „ლოკომოტივს“ დაუზავდა – 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიისა“ და „გონიოს“ შეხვედრა.
„სიონი“, რომელიც საშინაო მატჩებს უკვე ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ ატარებს, „სპაერთან“ 0:1 დამარცხდა.
წარმატებით ითამაშა მეორეადგილოსანმა მარტვილის „მერანმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ტყიბულის „მეშახტის“ რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ეროვნული ლიგა 2 | მე-16 ტური
„რუსთავი“ – „დინამო თბილისი 2“ 2:0
გოლები: 1:0 იუტა ნაკანო (22 – პენალტით), 2:0 იუტა ნაკანო (90).
გაძევება: ლაშა პატარკაციშვილი (53, „დინამო თბილისი“).
„იბერია 2“ – „ლოკომოტივი“ 1:1
გოლები: 0:1 ნიკოლოზ ყველაშვილი (13), 1:1 დანიელ ქვარცხავა (58).
„სიონი“ – „სპაერი“ 0:1
გოლი: 0:1 ლევან ბარაბაძე (31).
„მერანი“ (მარტვილი) – „მეშახტე“ 1:0
გოლი: 1:0 მიხეილ მუშკუდიანი (12).
„სამტრედია“ – „გონიო“ 1:1
გოლები: 1:0 რუბენ გაუტო (45+3), 1:1 ოლეგ მამასახლისი (80).