ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს და მომდევნო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს და მომდევნო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 16 ოქტომბერს 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა – ლიდერებმა მარტვილის „მერანმა“ და ქობულეთის „შუქურამ“ სტუმრად ითამაშეს და ორივემ ერთნაირი ანგარიშით მოიგო.

რუსთავი – მერანი (მარტვილი) 1:2

გოლები: 0:1 ლევან წოწონავა (6), 0:2 შეიკნე სილა (84), 1:2 ლაშა ჩალაძე (86-საკუთარ კარში).

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მარტვილის „მერანმა“ „რუსთავს “ მოუგო. სტუმრები ლევან წოწონავას გოლით დაწინაურდნენ. „რუსთავს“ მალე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება – სტუმართა კარში მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დაინიშნა, მაგრამ პაატა კიტეიშვილს ​„მერანის“ მეკარე გოგი კულუამ აჯობა. სხვათა შორის, კულუამ პენალტი ზედიზედ მეორე თამაშში მოიგერია.

მეორე ტაიმში შეიკნე სილამ მარტვილელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. „რუსთავმა“ სხვაობა შეხვედრის ბოლოს ლაშა ჩალაძის ავტოგოლით ​შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

გარეჯი – შუქურა 1:2

გოლები: 0:1 ირაკლი ლექვთაძე (43), 1:1 ფელიპე პაიმი (62), 1:2 ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (89)

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გათამაშების ლიდერ ქობულეთის „შუქურას“ „გარეჯთან“ 3 ქულისთვის ბრძოლა ბოლო წუთამდე მოუხდა. ირაკლი ლექვთაძემ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა. წონასწორობა მეორე ტაიმში საგარეჯოელთა ლეგიონერმა ფელიპე პაიმმა აღადგინა. ქობულეთელთაგან გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გაიტანა.

მომდევნო ტურში ლიგა 2-ში ლიდერების დაპირისპირება გაიმართება – 22 ოქტომბერს მარტვილში მეორეადგილოსანი „მერანი“ (37 ქულა) გათამაშების ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ (47 ქულა) უმასპინძლებს.

ტურის სხვა თამაშები

სამტრედია-სპაერი 2:1

ვიტ ჯორჯია – მერანი (თბილისი) 2:3