ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებისთვის ტური წარუმატებელი გამოვიდა – „მეშახტემ“ მესამე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT

08:51, 16.09.2025

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 23-ე ტური ლიდერებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველი სამეულის გუნდებიდან მხოლოდ ერთმა მოიპოვა ქულა.

ბოლნისის „სიონმა“ საშინაო შეხვედრა „იბერია-2“-თან 2:4 დათმო. მასპინძლებს 56-ე წუთზე თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია გაუძევეს და თბილისელებმა ამით ისარგებლეს – მატჩის მიწურულს „სიონს“ ორჯერ გაუტანეს.

ლიდერი „სპაერი“ შინ გასავარდნთა ზონაში მყოფ „სამტრედიასთან“ 0:1 მარცხდებოდა. სტუმართა თავდამსხმელი ლევან კუტალია, რომელმაც მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, 53-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათით გააძევეს, რის შემდეგაც „სპაერმა“ 75-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის გოლით წონასწორობა აღადგინა.

„ლოკომოტივმა“ მესადგილოსან „რუსთავს“ 3:2 სძლია. თბილისელთა ნახევარმცველმა ლაშა მენთეშაშვილმა ანგარიშზე, გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „დინამო 2“ მარტვილის „მერანს“ დაუზავდა.

ლადო ბურდულის მიერ გაწვრთნილმა ტყიბულის „მეშახტემ“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში „გონიო“ 2:0 დაამარცხა განელი თავდამსხმელის, ემანუელ ფობის დუბლით (46’, 86’). გუნდმა კონკურენტების წარუმატებლობით ისარგებლა და მესამე ადგილზე გადავიდა.

23-ე ტურის შედეგები:

„სიონი“ 2:4 „იბერია 2“

„გონიო“ 0:2 „მეშახტე“

„სპაერი“ 1:1 „სამტრედია“

„დინამო 2 თბ“ 1:1 „მერანი მრ“

„ლოკომოტივი“ 3:2 „რუსთავი“

ეროვნული ლიგა 2 – სატურნირო მდგომარეობა:

  1. „სპაერი“ – 48 ქულა
  2. „რუსთავი“ – 40
  3. „მეშახტე“ – 34
  4. „მერანი მრ“ – 32
  5. „სიონი“ – 31
  6. „ლოკომოტივი“ – 28
  7. „იბერია 2“ – 28
  8. „სამტრედია“ – 27
  9. „გონიო“ – 24
  10. „დინამო 2 თბ“ – 11

მსგავსი