ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ჯერ უცნობია - პირველი ადგილისთვის „სიონი“ და „გაგრა“ იბრძვიან #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ჯერ უცნობია - პირველი ადგილისთვის „სიონი“ და „გაგრა“ იბრძვიან #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიდერებმა მნიშვნელოვანი ქულები დააგროვეს და სამეულში ცვლილება არ მომხდარა.

უფრო მნიშვნელოვანი ამბები აუტსაიდერთა ჯგუფში მოხდა – „ვიტ ჯორჯიამ“ სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში კონკურენტი „რუსთავი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ზუგდიდის „დინამომ“ სპაერის სტადიონზე თბილისის „მერანს“ 4:0 სძლია და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს.

სამეული უკვე ცნობილია – პირველი ადგილისთვის „სიონი“ და „გაგრა“ იბრძვიან. ბოლნისელებს ბოლო ორ ტურში ქულა ჰყოფნით, რომ „გაგრას“ აჯობონ. ერთი მათგანი ეროვნული ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მეორეზე გასული ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეიოფში ითამაშებს. შემდეგ ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ცნობილია, რომ პლეიოფში მარტვილის „მერანიც“ ითამაშებს.

გაგრა – შევარდენი 5 : 2

ჩიხურა – სიონი 2 : 5

მერანი მრ – გარეჯი 1 : 0

ვიტ ჯორჯია – რუსთავი 2 : 0

მერანი თბ – დინამო ზგ 0 : 4

 

ეროვნული ლიგა 2

1. სიონი – 34 – 78

2. გაგრა – 34 – 72

3. მერანი მრ – 34 – 61

4. გარეჯი – 34 – 47

5. მერანი თბ – 34 – 44

6. შევარდენი – 34 – 43

7. დინამო ზგ – 34 – 43

8. ჯორჯია – 34 – 39

9. რუსთავი – 34 – 36

10. ჩიხურა – 34 – 10