ეროვნული ლიგა 2-ის ფავორიტები სამტრედიაში დაზავდნენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ტურის შეხვედრაში „სამტრედიამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა – 1:1.
„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 54-ე წუთზე გაიხსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ „სამტრედია“ არგენტინელმა ლეგიონერმა, ერიკ ბარიოსმა დააწინაურა.
მიხეილ აშვეთიას მიერ გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ „რუსთავმა“ იბრძოლა და 88-ე წუთზე მიზანს მიაღწია – შეცვლაზე შესულმა ნიკა ჯაფარიძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.