ეროვნული ლიგა 2 I „კოლხეთი 1913“-მა ლიდერ „გარეჯთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 I „კოლხეთი 1913“-მა ლიდერ „გარეჯთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“-მა გასვლაზე მარტვილის „მერანი“ დაამარცხა და ლიდერ „გარეჯთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

„სპაერმა“ ლიდერთან ახლოს მისვლის შანსით ვერ ისარგებლა. ბოლნისის „სიონმა“ სტუმრად ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა და სამეულს მიუახლოვდა. ორივე „მერანი“ რთულ მდგომარეობაშია – მარტვილელებთან ერთად, თბილისის „მერანიც“ დამარცხდა, ამჯერად „დინამო 2“-თან.

ეროვნული ლიგა 2 I 24-ე ტური:

ხობის კოლხეთი – სიონი 0:2

გოლები: 0:1 მ. რასულოვი (54-საკ. კარში), 0:2 გ. უგრეხელიძე (88)

დინამო 2 თბილისი – მერანი თბილისი 3:0

გოლები: 1:0 ნ. სიხარულაშვილი (25), 2:0 ნ. ცეცხლაძე (63), 3:0 ჯ. იენჯოკი (83)

მერანი მარტვილი – ფოთის კოლხეთი 0:4

გოლები: 0:1 დ. სიჭინავა (23), 0:2 დ. მეგრელიშვილი (39), 3:0 გ. ახალაძე (73), 0:4 ლ. კოხრეიძე (89)

სპაერი – ვიტ ჯორჯია 2:2

გოლები: 0:1 ბ. გუგბერიძე (61), 1:1 ბ. ქართველიშვილი (66-პენ), 1:2 ნ. ჩაგუნავა (76), 2:2 ს. გეგიაძე (89)

ლოკომოტივი – გარეჯი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო

1. გარეჯი 51

2. კოლხეთი (ფ) 48

3. სპაერი 44

4. სიონი 43

5. დინამო 2 (თბ) 38

6. კოლხეთი (ხ) 35

7. ვიტ ჯორჯია 28

8. ლოკომოტივი 19

9. მერანი (მ) 17

10. მერანი (თბ) 12