ეროვნული ლიგა 2 I „გარეჯმა“ მოგება გაიხსენა, „სპაერი“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 I „გარეჯმა“ მოგება გაიხსენა, „სპაერი“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ საგარეჯოს „გარეჯმა“ სტუმრად მოიგო, ხოლო ბოლნისში „სიონისა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

ფოთელებისა და ბოლნისელების დაზავებით „სპაერმა“ ისარგებლა, რომელმაც ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი თბილისის „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2 I 22-ე ტური:

სიონი – ფოთის კოლხეთი 1:1

1:0 გიორგი უგრეხელიძე (35), 1:1 ლაშა კოხრეიძე (83)

მერანი მრ – გარეჯი 1:4

1:0 ბექა გაბისკირია (15), 2:0 ირაკლი ლექვთაძე (40), 1:2 ჯავახირ ესანკულოვი (67), 1:3 ბექა გაბისკირია (82), 1:4 ლევან პაპავა (90+3)

კოლხეთი ხობი – მერანი თბ 2:0

1:0 გიორგი მირზოევი (28), 2:0 ზურაბ ჭანტურიძე (63)

დინამო თბილისი – ვიტ ჯორჯია 0:1

0:1 ლუკა ბეროზაშვილი (43)

სპაერი – ლოკომოტივი 2:0

1:0 კობა ქებურია (4), 2:0 დავით ნაჭყებია (73)

22-ე ტური, ეროვნული ლიგა 2

1. გარეჯი 48

2. სპაერი 43

3. ფოთის კოლხეთი 42

4. სიონი 37

5. დინამო-2 თბ 35

6. კოლხეთი ხობი 35

7. ვიტ ჯორჯია 24

8. მერანი მრ 17

9. ლოკომოტივი 16

10. მერანი თბ 12