ეროვნული ლიგა 2 I „გარეჯი 1960“-მა მოიგო, თბილისის „ლოკომოტივი“ გასავარდნ ზონას დაშორდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 I „გარეჯი 1960“-მა მოიგო, თბილისის „ლოკომოტივი“ გასავარდნ ზონას დაშორდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა დაძაბულ ბრძოლაში ერთ-ერთი ლიდერი „სპაერი“ 3:2 დაამარცხა.

მორიგი 3 ქულა მოიპოვეს ფოთის „კოლხეთმა“ და ბოლნისის „სიონმა“. თბილისის „ლოკომოტივი“ საშინაო მატჩს აგებდა ხობის „კოლხეთთან“, მაგრამ 2:1 მოიგო. თბილისელთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ბიძინა მახარობლიძემ ითამაშა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი გოლიც გაიტანა. ამ მოგებით „ლოკომოტივი“ გასავარდნ ზონას პირველად დაშორდა.

ეროვნული ლიგა 2 I 23-ე ტური

გარეჯი – სპაერი 3:2

1:0 პაპუნა ფონიავა (22), 2:0 ბექა გაბისკირია (45+2), 2:1 გიორგი პაპუაშვილი (57. ავტოგოლი), 2:2 საბა გეგიაძე (60), 3:2 გიორგი ხარებაშვილი (79)

მერანი თბ – სიონი 0:4

0:1 თორნიკე მუმლაძე (11), 0:2 ირაკლი ჯანჯღავა (25), 0:3 თორნიკე მუმლაძე (85), 0:4 რატი ხუტიაშვილი (87)

ვიტ ჯორჯია – მერანი მრ 2:0

1:0 ცოტნე ჩოთალიშვილი (27), 2:0 ნიკა ჭუმბურიძე (45+1. ავტოგოლი)

ლოკომოტივი – ხობის კოლხეთი 2:1

0:1 მალიქშოხ რასულოვი (38), 1:1 ბიძინა მახარობლიძე (61), 2:1 ალექსანდრე თურქია (67)

კოლხეთი 1913 – დინამო-2 თბ 2:1

1:0 მამია გავაშელიშვილი (61), 2:0 დემეტრე გვასალია (69), 2:1 დიმიტრი ღურწკაია (84)

ეროვნული ლიგა 2

1. გარეჯი 51

2. ფოთის კოლხეთი 45

3. სპაერი 43

4. სიონი 40

5. დინამო-2 თბ 35

6. ხობის კოლხეთი 35

7. ვიტ ჯორჯია 27

8. ლოკომოტივი 19

9. მერანი მრ 17

10. მერანი თბ 12