ეროვნული ლიგა 2 I ბოლნისის „სიონმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 I ბოლნისის „სიონმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალურ დაპირისპირებაში გათამაშების ლიდერი საგარეჯოს „გარეჯი“ ბოლნისის „სიონს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

„თამაზ სტეფანია არენაზე“ ანგარიში გიორგი უგრეხელიძემ 42-ე წუთზე გახსნა. საბოლოო შედეგი კი 79-ე წუთზე ანდრია დევდარიანმა დააფიქსირა. შედეგად, „სიონი“ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2 I მე-20 ტური:

დინამო 2 თბ – ლოკომოტივი 1 : 1

კოლხეთი ხობი – ფოთის კოლხეთი 3 : 3

მერანი თბ – ვიტ ჯორჯია 2 : 3

სიონი – გარეჯი 2 : 0

მერანი მრ – სპაერი 1 : 2

ეროვნული ლიგა 2 I გათამაშების ცხრილი:

1. გარეჯი 45 ქ.

2. სპაერი 39 ქ.

3. ფოთის კოლხეთი 38 ქ.

4. სიონი 33 ქ.

5. დინამო-2 თბ 32 ქ.

6. ხობის კოლხეთი 31 ქ.

7. ვიტ ჯორჯია 21 ქ.

8. მერანი მრ 17 ქ.

9. ლოკომოტივი 13 ქ.

10. მერანი თბ 12 ქ.