ეროვნული ლიგა 2 | „გარეჯმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და კონკურენტებს ცხრა ქულით გაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „გარეჯმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და კონკურენტებს ცხრა ქულით გაასწრო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. წინა ტურისგან გასხვავებით, ამჯერად საკმაოდ ცოტა გოლი გავიდა და მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა.

ერთ-ერთი ლიდერი ფოთის „კოლხეთი“ „დინამო თბილისის“ სარეზერვო შემადგენლობამ დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. ბოლნისის „სიონმა“ კი შინ აუტსაიდერ თბილისის „მერანს“ ვერ აჯობა 0:0.

სამაგიეროდ, ლიდერმა საგარეჯოს „გარეჯმა“ სტუმრად „სპაერი“ 3:2 დაამარცხა და კონკურენტებთან სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა, ხოლო ხობის „კოლხეთმა“ შინ თბილისის „ლოკომოტივს“ სძლია და მეორე ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2. XIV ტური

„დინამო 2“ (თბილისი) – „კოლხეთი“ (ფოთი) 3:0

„სპაერი“ – „გარეჯი“ 2:3

„სიონი“ – „მერანი“ (თბილისი) 0:0

„მერანი“ (მარტვილი) – „ვიტ ჯორჯია“ 1:0

„კოლხეთი“ (ხობი) – „ლოკომოტივი“ 2:1