ეროვნული ლიგა 2 | „გარეჯმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ორი ქულა სჭირდება #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიდერების ფინალის ტოლფას დაპირისპირებას საგარეჯომ უმასპინძლა, სადაც „გარეჯმა“ „რუსთავი“ 4:0 დაამარცხა, ლიდერობა განიმტკიცა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ორი ქულა სჭირდება.
მეტოქეებს ხელს მოედანზე ჩამოწოლილი ნისლი უშლიდა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას ნაწილობრივ გაიფანტა. 51-ე წუთზე საგარეჯოელებმა პენალტი მოიპოვეს და ლევან პაპავამ ზუსტი დარტყმით „გარეჯი“ დააწინაურა.
მასპინძლებმა უპირატესობა ისევ ლევან პაპავას წამოწყებული შეტევის შემდეგ გაზარდეს – მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბადრი გოგობერიშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში გოლები ჯაბა კასრელიშვილმა და ვალერი ოლხოვმა გაიტანეს და „გარეჯმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„სიონმა“ სტუმრად „სპაერი“ 3:2 დაამარცხა – მატჩის გმირი თამაზ მაქაცარია გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საგარეჯოს „გარეჯმა“ 63 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ (59) ოთხი ქულით გაასწრო და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად მხოლოდ ორი ქულა სჭირდება. მესამედგილოსან „სიონს“ 58 ქულა აქვს.
„სპაერი“ – „სიონი“ 2:3
გოლები: 0:1 კაპანაძე (27. მაქაცარიას პასი), 0:2 მაქაცარია (47. კაპანაძის პასით), 0:3 თამაზ მაქაცარია (64), 1:3 ბასილაშვილი (67), 2:3 გიორგი დ. ცეცხლაძე (82)
„არაგვი“ – „დინამო 2 თბ“ 1:0
გოლები: 1:0 ბაფური (40)
გაძევება: გობეშია (19. „დინამო“)
„გარეჯი“ – „რუსთავი“ 4:0
გოლები: 1:0 პაპავა (51 – პენალტი), 2:0 გოგობერიშვილი (76), 3:0 კასრელიშვილი (85), 4:0 ოლხოვი (90+4. სპანდერაშვილის პასით)
„ვიტ ჯორჯია“ – „შტურმი“ 1:0
გოლები: 1:0 ჭიკაიძე (29)
თბილისის „ლოკომოტივისა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩი 17:00 საათზე გაიმართება.