ეროვნული ლიგა 2 განახლდა – ლიდერებიდან მხოლოდ ერთმა მოიგო, „მეშახტე“ სამეულს მიუახლოვდა #1TVSPORT

23:35, 11.09.2025

სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველო საფეხბურთო ჩემპიონატი ლიგა 2-ში განახლდა.

ქვემოქართლელების დერბიში ბოლნისის „სიონმა“ სტუმრად „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა. „რუსთავმა“ ანგარიში ბოლნისელების მცველის, ვარლამ კილასონიას (62) ავტოგოლით გახსნა, შემდეგ ბოლნისელთაგან თავი ლევან წოწონავამ (76) და დათა სიჭინავამ (78) გამოიჩინეს.

მარტვილში თბილისის „სპაერმა“ „მერანთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო ტყიბულის „მეშახტემ“ „დინამო თბილისი 2“-ს 3:0 სძლია, დამატებითი მაჩვნებლებითმერანსა“ და „სიონს“ გადაასწრო და მესამე ადგილზეა.

„სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა „ლოკომოტივი“, 26 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადავიდა – მასპინძელთაგან თავი გიორგი გვიშიანმა (23) და ლევან კუტალიამ (66) გამოიჩინეს.

ეროვნული ლიგა 2 | XXII ტური

„რუსთავი“ – „სიონი“ 1:2

„იბერია 2“ (თბ) – „გონიო“ 1:1

„მეშახტე“ – „დინამო 2“ (თბ) 3:0

„მერანი“ (მრ) – „სპაერი“ 1:1

„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ 2:0

XXII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

 
1. სპაერი 22 13 8 1 39:17 47
2. რუსთავი 22 11 7 4 29:20 40
3. მეშახტე 22 7 10 5 20:12 31
4. სიონი 22 7 10 5 23:21 31
5. მერანი მრ 22 9 4 9 27:38 31
6. სამტრედია 22 6 8 8 26:24 26
7. ლოკომოტივი 22 5 10 7 26:27 25
8. იბერია 2 22 6 7 9 25:27 25
9. გონიო 22 5 9 8 26:30 24
10. დინამო 2 თბ 22 1 7 14 22:47 10

მსგავსი