ეროვნული ლიგა 2 | ფოთის „კოლხეთმა“ მოიგო და ლიდერ „გარეჯს“ დაეწია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ფოთის „კოლხეთმა“ მოიგო და ლიდერ „გარეჯს“ დაეწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში გადამწყვეტი, მეოთხე წრე დაიწყო. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის „კოლხეთმა“ „ვიტ ჯორჯია“ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და ქულებით ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ გაუთანაბრდა, რომელიც თავის შეხვედრას ორ ოქტომბერს ჩაატარებს.

ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლმა „სპაერმა“ სტუმრად თბილისის „დინამო 2“ 3:2 დაამარცხა და პლეიოფის ზონაში პოზიცია გაიმყარა. ამ შეხვედრაში „სპაერის“ თავდამხმელმა, თემურ გაბუნიამ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა – მისი ასისტებით თამაზ ცეცხლაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი კობა ქებურიამ გაიტანა.


28-ე ტური


„კოლხეთი“ (ფოთი) – „ვიტ ჯორჯია“ 1:0

გოლი: 1:0 ხარებავა (87. სიჭინავას პასით)

„დინამო 2“ (თბილისი) – „სპაერი“ 2:3

გოლები: 0:1 ცეცხლაძე (42. გაბუნიას პასით), 0:2 ცეცხლაძე (44. გაბუნიას პასით), 0:3 ქებურია (67. გაბუნიას პასით), 1:3 ღურწკაია (82), 2:3 ბარათელია (90+4)

„კოლხეთი“ (ხობი) – „მერანი“ (მარტვილი) 0:0

28-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება:

15:30 | „მერანი“ (თბილისი) – „გარეჯი“

თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი

15:30 | „სიონი“ – „ლოკომოტივი“

ბოლნისი „თამაზ სტეფანია“