ეროვნული ლიგა 2 | ფოთის „კოლხეთმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - „ლოკომოტივმა“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ფოთის „კოლხეთმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - „ლოკომოტივმა“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი ფოთის „კოლხეთის“ მარცხი იყო.

ბოლნისის „სიონმა“ გასვლაზე „დინამო 2“ 2:1 დაამარცხა და პლეიოფში თამაშის შანსი შეინარჩუნა, თუმცა მისმა კონკურენტმა „სპაერმა“ მეორეადგილოსან ფოთის „კოლხეთს“ 1:0 სძლია.

ლიგიდან უკვე გავარდნილი ორი „მერანის“ (თბილისისა და მარტვილის) მატჩი კი მარტვილელებმა 4:2 მოიგეს. დაძაბული გამოვიდა აუტსაიდერების დაპირისპირება, „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯიას“ 3:1 აჯობა, მაგრამ პლეიაუტში თამაში მაინც მოუწევს. „ვიტ ჯორჯიამ“ კი გავარდნის ზონიდან თავის დაღწევის შანსით ვერ ისარგებლა.

34-ე ტურში გასამართი დარჩა ერთი შეხვედრა. პარასკევს, 24 ნოემბერს, „პაატა თათარიშვილი არენაზე“ ხობის „კოლხეთი“ გათამაშების ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ 13:00 საათზე დაუპირისპირდება.

ტური 34

„დინამო 2 თბ“ – „სიონი“ 1 : 2

„სპაერი“ – ფოთის „კოლხეთი“ 1 : 0

„ლოკომოტივი“ – „ვიტ ჯორჯია“ 3 : 1

„მერანი მრ“ – „მერანი თბ“ 4 : 2