ეროვნული ლიგა 2 | „დინამო თბილისი 2“-მა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „დინამო თბილისი 2“-მა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისი 2“-მა „ვიტ ჯორჯიას“ დაამარცხა.

„დინამო 2“ (თბ) – „ვიტ ჯორჯია“ 3:1

ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ აკადემიაში – „დინამო თბილისი 2“-მა „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „დინამომ“ ანგარიში მე-2 წუთზე რამაზ შენგელიას შვილიშვილის, დავით გოცირიძის გოლით გახსნა, ნიკა სიხარულაშვილმა (28) კი მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„ვიტ ჯორჯიას“ სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ 36-ე წუთზე საბა ჯინჭარაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა კიდევ ერთი პენალტი მოიპოვეს, რომელიც ამირან ძაგანიამ (45+2) ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმაში ნიკა უგრეხელიძემ (50) „დინამო 2“-ის ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ამ მოგებით დინამოელებმა ლიდერობა დაიბრუნეს.

მე-4 ტურის დარჩენილი მატჩები 18 და 19 მარტს გაიმართება:

18 მარტი, შაბათი

15:00 | „სპაერი“ – „ლოკომოტივი“

თბილისი. „სპაერის“ სტადიონი.

15:00 | „კოლხეთი“ (ხ) – „მერანი“ (თბ)

ხობი, „პაატა თათარიშვილი არენა“.

19 მარტი, კვირა

15:00 | „სიონი“ – „კოლხეთი 1913“

ბოლნისი, თამაზ სტეფანია.

15:00 | „მერანი“ (მრ) – „გარეჯი“

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“.