ეროვნული ლიგა 2 | დებიუტანტმა „არაგვმა“ „გარეჯი“ დაამარცხა, „შტურმმა“ - „სიონი“ #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | დებიუტანტმა „არაგვმა“ „გარეჯი“ დაამარცხა, „შტურმმა“ - „სიონი“ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. ლიგა 3-დან დაწინაურებულმა გუნდებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს.

„გარეჯი“ – „არაგვი“ 0:1

დუშეთის „არაგვმა“ დაამტკიცა, რომ წელს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. გამორჩეულ გუნდთან საგარეჯოში, დავით ქოქიაშვილის გაწვრთნილებმა მიზანს მძიმე დაპირისპირებაში მიაღწიეს. „არაგვი“ 28-ე წუთზე გურამ ადამაძის გოლით დაწინაურდა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

„შტურმი“ – „სიონი“ 1:0

სართიჭალის „შტურმმა“ ახალ მოედანზე პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ლიგა 3-დან დაწინაურებულმა გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ნიკოლოზ ტალახაძემ გაიტანა.

ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის მატჩები 7 და 12 მარტს გაიმართება.