ეროვნული ლიგა 2 | ჩხუბი ცენტრალურ მატჩში - „სიონმა“ ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ჩხუბი ცენტრალურ მატჩში - „სიონმა“ ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ. პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი სამი გუნდიდან კი მიზანს ორმა მიაღწია.


ვიტ ჯორჯია – მერანი (მ) 1:1


გოლები: 1:0 ლ. ჯანაშია (8), 1:1 ზ. სიხარულია (40)

მარტვილის „მერანი“ „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და მე-8 წუთზე მასპინძელი ლუკა ჯანაშიას გოლის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. ზვიად სიხარულიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „მერანმა“ მოგება ვეღარ მოახერხა.


ჩიხურა-გარეჯი 0:3


გოლები: 0:1 გ. ტყეშელაშვილი (16), 0:2 ნ. ხინთიბიძე (50), 0:3 გ. ხარებაშვილი (90+1)

კონკურენტი „მერანის“ შეფერხებით საგარეჯოს „გარეჯმა“ ისარგებლა და საჩხერეში გიორგი ტყეშელაშვილის, ნიკა ხინთიბიძისა და გიორგი ხარებაშვილის გოლებით „ჩიხურა“ დამაჯერებლად დაამარცხა, რომელსაც ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც შეუმცირდა. ნიკოლოზ ნოზაძეს მასპინძელთა კარში მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ 77-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.


მერანი (თბ)-შევარდენი 5:2


გოლები: 1:0 ც. ჩიქოვანი (25-პენ), 2:0 გ. ცეცხლაძე (43), 3:0 ი. დეისაძე (62), 4:0 თ. კურტანიძე (79), 4:1 ბ. გვარაძე (82), 4:2 ბ. გვარაძე (88), 5:2 ნ. ქელბაქიანი (90+2)

თბილისის „მერანმა“ ბოლო ოთხი მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა ავთო შენგელიას გუნდმა მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა და ლიდერებს მჭიდროდ მიუახლოვდა.


რუსთავი-დინამო (ზ) 3:0


გოლები: 1:0 პ. კიტეიშვილი (80), 2:0 პ. კიტეიშვილი (86-პენ), 3:0 ე. ჯიჯავაძე (90+2)

პაატა კიტეიშვილის დუბლით და ერეკლე ჯიჯავაძის გოლით „რუსთავმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა ზუგდიდის „დინამო“, რომელიც ბოლო სამი მატჩია 3-ბურთიანი სხვაობით აგებს. „რუსთავს“ ამ მოგებამ ბოლოდან მეორე ადგილის დატოვების საშუალება მისცა და „ვიტ ჯორჯია“ დააქვეითა.


გაგრა-სიონი 1:1


გოლები: 1:0 გ. სამუშია (36), 1:1 გ. ივანიაძე (51)

გაძევება: ლ. უგრეხელიძე (53. სიონი), გ. სამუშია (53)

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „გაგრამ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო, რომელიც აქამდე ორივე შეხვედრაში დაამარცხა. ამჯერად გუნდებმა ქულები გაინაწილეს. მასპინძლები გურამ სამუშიამ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის გიორგი ივანიაძემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

52-ე წუთზე „გაგრას“ თავდამსხმელს, გურამ სამუშიას და „სიონის” ნახევარმცველ ლაშა უგრეხელიძეს კონფლიქტი ორივეს გაძევებით დასრულდა და გუნდებმა თამაში 10-10 მოთამაშით დაასრულეს. თუმცა, ინციდენტი ჯგუფურ ჩხუბში არ გადაზრდილა. „სიონმა“ კი კონკურენტ „გაგრასთან“ გასვლით მატჩში ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.