ეროვნული ლიგა-2 ბრუნდება - მატჩები 13 ივლისიდან იწყება
ეროვნული ლიგა-2 ბრუნდება - მატჩები 13 ივლისიდან იწყება

კოვიდ 19-ით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2 ბრუნდება, გათამაშება 13 ივლისს განახლდება. ინფორმაცია, რომელიც ჯერ ფეხბურთის ფედერაციას არ გაუვრცელებია, ბოლნისის „სიონისა“ და „გაგრას“ ოფიციალური გვერდებიდან გახდა ცნობილი.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 13 ივლისს ორი შეხვედრით განახლდება – ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე არენაზე“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“ – თბილისის „შევარდენი 1906“-ს თბილისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში შეხვდება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩები სამ დღეზე გადანაწილდა და 15 ივლისს დასრულდება.

მე-3 ტურის განრიგი

ორშაბათი, 13 ივლისი

შუქურა – დინამო ზუგდიდი

18:00. „ჩელე არენა“. ქობულეთი

გაგრა – შევარდენი 1906

18:00. მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი

სამშაბათი, 14 ივლისი

მარტვილის მერანი – არაგვი

18:00. „მურთაზ ხურცილავა – არენა“. მარტვილი

ვიტ ჯორჯია – რუსთავი

18:00. „დავით პეტრიაშვილი – არენა“. თბილისი

ოთხშაბათი, 15 ივლისი

სიონი – სამგურალი

18:00. სტადიონი თამაზ სტეფანია – ბოლნისი