ეროვნული ბანკი – მარტთან შედარებით, აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 243 მილიონი ლარით შემცირდა

17:04, 29.05.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.08%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.

მსგავსი