ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 40 მილიონ ევროს უახლოვდება - ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები „იბერია“ და „ტორპედო“ არიან #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 40 მილიონ ევროს უახლოვდება - ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები „იბერია“ და „ტორპედო“ არიან #1TVSPORT

ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2025 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებს შორის ერთპიროვნული ლიდერი არ არსებობს.

ქვეყნის ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ და მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეთა ჯამური შეფასება იდენტურია – 5,80 მილიონი ევრო. მესამე ადგილზე მყოფი „დინამო თბილისი“ ამ მაჩვენებელს მხოლოდ 200 ათასი ევროთი ჩამორჩება – 5,78 მილიონი ევრო.

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები:

„იბერია“ – 5,80 მლნ ევრო

„ტორპედო“ – 5,80 მლნ ევრო

„დინამო თბილისი“ – 5,78 მლნ ევრო

„გორის დილა“ – 5,10 მლნ ევრო

„დინამო ბათუმი“ – 2,90 მლნ ევრო

„სამგურალი“ – 2,90 მლნ ევრო

„თელავი“ – 2,70 მლნ ევრო

„კოლხეთი“ – 2,63 მლნ ევრო

„გაგრა“ – 2,52 მლნ ევრო

„გარეჯი“ – 2,20 მლნ ევრო

ეროვნული ლიგის კლუბების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება ამ დროისთვის 38,32 მილიონ ევროს შეადგენს.