ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დებიუტანტმა „სპაერმა“ დიდი ანგარიშით მოიგო და პირველ ადგილზეა #1TVSPORT

22:07, 16.03.2026

ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. ლიგის დებიუტანტი „სპაერი“ წლევანდელ სეზონში პირველი გუნდი გახდა, ვინც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. გოლების გარეშე მხოლოდ ტყიბულის „მეშახტისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი დასრულდა.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:0

გორელები თამაშის დასაწყისში ლაშა მენთეშაშვილმა (4) თავური დარტყმით დააწინაურა. დარჩენილ დროში მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. 84-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელის, ზურაბ მუსელიანის მიერ შესრულებული პენალტი „ტორპედოს“ მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, ორ წუთში კი ქუთაისელების მცველი კისლე ზიტა მოედნიდან გააძევეს და „ტორპედომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

სპაერი“ – „სამგურალი“ 4:1

მასპინძლები ნიკა ჩაგუნავას (7) მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ. 51-ე წუთზე „სამგურალს“ ცენტრალური მცველი აბდულ ქაბია გაუძევეს, რითიც „სპაერმა“ ისარგებლა და თორნიკე ასკურავამ (66) და ლაშა კოხრეიძემ (67) უპირატესობა გაზარდეს.

წყალტუბოელთაგან სხვაობა ლაშა შერგელაშვილმა (72) შეამცირა, მაგრამ გიგა სამხარაძემ პენალტით (82) სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეროვნულ ლიგაში 9 ქულით პირველ ადგილზე დებიუტანტი „სპაერია“.

„მეშახტე“ – „დინამო“ (ბთ) 0:0

მსგავსი