ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება - შესაძლოა, ევროტურნირებამდე შესვენება გაუქმდეს #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება - შესაძლოა, ევროტურნირებამდე შესვენება გაუქმდეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის კლუბებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სეზონის კალენდარზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართული ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ტრადიციული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

2026 წელს ეროვნული ლიგა 10-გუნდიანი ფორმატით საიუბილეო, მეათე სეზონს ჩაატარებს. ეროვნულ ლიგაში ლიგა 2-დან აღზევდნენ „რუსთავი“, ტყიბულის „მეშახტე“ და თბილისის „სპაერი“. ეროვნული ლიგა 2-ში გადავიდნენ სართიჭალის „შტურმი“, „გორი“, ზუგდიდის „ოდიში 1919“ და დუშეთის „არაგვი“.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი საქართველოში 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყება. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს – ევროტურნირებამდე დაგეგმილი შესვენება შესაძლოა გაუქმდეს, რათა გუნდები მნიშვნელოვან საერთაშორისო მატჩებს სათანადო სათამაშო ტონუსში შეხვდნენ.