ეროვნულ ლიგაში გამოტოვებული მატჩები გაიმართება – ორივე „დინამოს“ ლიდერის დაწევის შანსი აქვს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში გამოტოვებული მატჩები გაიმართება – ორივე „დინამოს“ ლიდერის დაწევის შანსი აქვს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გამოტოვებული შეხვედრები გაიმართება. პირველი ტურის დაპირისპირებები პირველ აპრილს ჩატარდება.

წესით, ეს მატჩები 28 თებერვლიდან 2 მარტამდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქართველოში ძლიერმა თოვლმა მხოლოდ ორი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა დატოვა, ორივე თბილისში. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა (1:2), ხოლო „მიხეილ მესხზე“ „იბერიამ“ „თელავს“ 2:0 სძლია.

პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდება – ბათუმელები თბილისელებს შეხვდებიან. მეტოქეები 8-8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, ხოლო გამარჯვებული „იბერიას“ ქულებით გაუთანაბრდება.

სამშაბათი, პირველი აპრილი:

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“
„სამგურალი“ – „კოლხეთი“
„დილა“ – „გარეჯი“