ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთი 1913“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთი 1913“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ ფოთის „კოლხეთი 1913“ რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ დემეტრე ციკოლიას, იაროსლავ შაპოვალოვს, ნიკა გაბელაიას, ივანე ფოცხვერიასა და ვალერი ოლხოვს.

რაც შეეხება მამია გავაშელიშვილს, იგი გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა და თავის ამჟამინდელ გუნდს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუბრუნდა. ფოთის „კოლხეთი“ მადლობას უხდის ყველა მათგანს გუნდში გაწეული სამუშაოსთვის და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს“, – წერია კლუბის განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ უძველესმა ქართულმა კლუბმა, ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.