ეროვნულ ლიგა 2-ში სამივე მატჩში ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში სამივე მატჩში ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-11 ტური დაიწყო. დღეს სამი მატჩი გაიმართა და სამივეგან ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა.

შევარდენი 1906 – ვიტ ჯორჯია 1:1

კასპის ცენტრალურ სტადიონზე „შევარდენი 1906“-მა „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს. 25-ე წუთზე ანგარიში „ვიტ ჯორჯიას“ თავდამსხმელმა თორნიკე მუზაშვილმა პენალტით გახსნა. „შევარდენი 1906“-მა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – 62-ე წუთზე მეტოქის კარი ბექა გვარაძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

გაგრა – ჩიხურა 1:1

„ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული შეხვედრაც 1:1 დასრულდა. მეორეადგილოსანმა „გაგრამ“ აუტსაიდერს, საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა. სტუმართა შემადგენლობაში საჩხერეს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ორი ფეხბურთელის დებიუტი შედგა – 17 წლის ნიკა კაპანაძის და 16 წლის ავთო ცარციძის.

„გაგრას“ მორიგი სამი ქულის მოპოვების შანსი ჰქონდა. გაგა კირკიტაძის გუნდმა საჩხერელთა წინააღმდეგობა 89-ე წუთზე გატეხა და გურამ სამუშიას გოლით დაწინაურდა. მაგრამ 90+6-ე წუთზე „გაგრას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საჩხერელთა თავდამსხმელმა აკაკი ქიმერიძემ ზუსტად გამოიყენა და მატჩი ფრედ 1:1.

მერანი თბ – მერანი მრ 1:1

სპაერის სტადიონზე ორი „მერანის“ დაპირისპირება შედგა – თბილისელებმა მარტვილელებს უმასპინძლეს და აქაც დღის შედეგი დაფიქსირდა – 1:1. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე (45) მარტვილელები მალელმა თავდამხმელმა შეიკნე სილამ დააწინაურა და ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 გოლი გაიტანა. ანგარიში მატჩის მიწურულამდე არ შეცვლილა, მაგრამ ზვიად მეტრეველმა 86-ე წუთზე თბილისის „მერანს“ გაუტანა და ტაბლოზე ისევ 1:1 აინთო.