ეროვნულ ლიგა 2-ში „რუსთავი“ და „სიონი“ ლიდერობენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში „რუსთავი“ და „სიონი“ ლიდერობენ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა და გათამაშების ლიდერი შეიცვალა.

მე-10 ტური

„ლოკომოტივი“ – „სპაერი“ 1:0

„რუსთავი“ – „დინამო 2“ (თბ) 4:1

„არაგვი“ – „გარეჯი“ 3:5

„სიონი“ – „შტურმი“ 2:1

„კოლხეთი“ (ხობი) – „ვიტ ჯორჯია“ 1:1

ეროვნული ლიგა 2 – ის მეათე ტურის შეხვედრაში „არაგვი“ სართიჭალის სტადიონზე საგარეჯოს „გარეჯს“ დაუპირისპირდა და 3:5 დამარცხდა. სტუმრებიდან გოლები გაიტანეს თორნიკე ძებნიაურმა, ბადრი გოგობერიშვილმა, კახაბერ კაკაშვილმა, მიშიკო სარდალიშვილმა და გიორგი ბუხაიძემ, ხოლო „არაგვიდან“ თენგიზ ბრეგვაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კობა ქებურიამ გაიტანა. 83-ე წუთზე „არაგვის“ კაპიტანმა, დავით მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ხობის „კოლხეთმა“ „ვიტ ჯორჯიასთან“ ქულა მოიპოვა 1:1. მასპინძლებიდან გოლი ზურაბ ჭანტურიძემ გაიტანა, ხოლო სტუმრებიდან – ზურაბ ადეიშვილმა. „ლოკომოტივმა“ „სპაერს“ უმასპინძლა და მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.

„რუსთავმა“ „დინამო თბილისი 2-ს“ 4:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. გოლები მათე ქომეთიანის, გიორგი გაბედავას, ლუკა ქემოკლიძისა და ზაურ სიჭინავას ანგარიშზეა. „დინამო თბილისი“ 68-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა მოედნიდან თენგო გობეშია გააძევა. დინამოელთაგან გოლი დავით გოცირიძემ გაიტანა.

სიონმა“ საკუთრ მოედანზე დათა სიჭინავასა და ნიკა ქოქოსაძის გოლებით სართიჭალის „შტურმი“ 2:1 დაამარცხა, სტუმრებიდან თავი გურამ ლუკავამ გამოიჩინა.