ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი აუტის ბოლო მონაწილე გაირკვა - ლიგაში დასარჩენად „ვიტ ჯორჯია“ იბრძოლებს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი აუტის ბოლო მონაწილე გაირკვა - ლიგაში დასარჩენად „ვიტ ჯორჯია“ იბრძოლებს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა – გასარკვევი იყო მხოლოდ ერთი რამ – ლიგა 3-ის გუნდს პლეი აუტში ვინ დაუწყვილდებოდა.

დღის თამაშები

მერანი თბ – სიონი 2 : 1

გაგრა – გარეჯი 3 : 0

ჩიხურა – მერანი მრ 0 : 6

ვიტ ჯორჯია – დინამო ზგ 4 : 0

რუსთავი – შევარდენი 5 : 3

ლიგა 3-ის მეორეადგილოსანი ფოთის „კოლხეთის“ მეტოქე ლიგა 2-ის მე-9 ადგილზე გასული „რუსთავი“ იქნება, ახლა კი „თბილისი სითის“ მოწინააღმდეგე გაირკვა. მეორე პლეი აუტში მოხვედრის შანსი თბილისის „მერანს“ და „ვიტ ჯორჯიას“ ჰქონდათ.

ორივემ შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა – „მერანი“ ეროვნულ ლიგაში გადასულ ბოლნისის „სიონს“ შეხვდა, 2:1 დაამარცხა და ლიგაში ადგილი პირდაპირი გზით შეინარჩუნა. „ვიტ ჯორჯიამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა (4:0), პლეი აუტში მოხვდა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფების განრიგი:

07.12.2021 – პირველი მატჩები

„კოლხეთი“ – „რუსთავი“

„ვიტ ჯორჯია“ – „თბილისი სითი“

11.12.2021 – საპასუხო მატჩები

„რუსთავი“ – „კოლხეთი“

„თბილისი სითი“ – „ვიტ ჯორჯია“