ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ეტაპის თამაშები დაიწყო - ტური უხვგოლიანი გამოვიდა და სამივე ლიდერმა მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ეტაპის თამაშები დაიწყო - ტური უხვგოლიანი გამოვიდა და სამივე ლიდერმა მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი განახლდა. მეორე ეტაპის პირველი ტურის ხუთ შეხვედრაში 19 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3.8 გოლია თამაშში. გათამაშების ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯმა“  სამი ქულა მოიპოვა, ისევე როგორც სამეულში მყოფმა ფოთის „კოლხეთმა“ და „სპაერმა“.

ყველაზე დიდ ინტერესს გაძლიერებული „ლოკომოტივისა“ და ბოლნისის „სიონის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში თბილისელები მე-17 წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა დააწინაურა. ნუგზარ სპანდერაშვილმა (49-ე წუთი) წონასწორობა აღადგინა, ხოლო „სიონს“ გამარჯვება დამატებულ 90+3-ე წუთზე გატანილი გოლით ნიკა ღამბარაშვილმა მოუტანა.

ეროვნული ლიგა 2 I მე-19 ტური

„სპაერი“ – „დინამო-2 თბ“ 3 : 1

„ლოკომოტივი“ – „სიონი“ 1 : 2

„გარეჯი“ – „მერანი თბ“ 5 : 1

„ვიტ ჯორჯია“ – „ფოთის კოლხეთი“ 1 : 3

„მერანი მრ“ – „ხობის კოლხეთი“ 0 : 2