ეროვნულ ლიგა-2-ში დღეს პლეი ოფის ბოლო მონაწილე გაირკვევა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა-2-ში დღეს პლეი ოფის ბოლო მონაწილე გაირკვევა #1TVSPORT

ლიგა2-ში 26-ე ტურის მატჩები გაიმართა და სამეული დაკომპლექტდა. ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე „კოლხეთმა“ უშუალო კონკურენტს, „ვარკეთილს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ამით ლიგა 3-ის პირველი სამეული დაკომპლექტდა.

1. სპაერი 26 64

2. კოლხეთი 26 49

3. თბილისი სითი 26 45

მოგებით ფოთელებმა 49 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე დატოვეს „ვარკეთილი“, რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. მესამე ადგილზე „თბილისი სითია“, რომელმაც ბოლო ტურში ხობის „კოლხეთთან“ მატჩი 0:0 დაასრულა.

ჯერ ცნობილი მხოლოდ ფოთელების მეტოქეა – ლიგა 2-ის მე-9 ადგილზე გასული „რუსთავი“. ვის შეხვდება „თბილისი სითი“, ეს დღეს გაირკვევა, რადგან ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება.

ბოლო ტურის წინ ბოლო ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის ასეთი ვითარებაა:

7. მერანი თბ 35 44

8. ჯორჯია 35 42

9. რუსთავი 35 36

10. ჩიხურა 35 10

„რუსთავი“ პლეი ოფში ითამაშებს, „ჩიხურა“ ლიგიდან გავარდა და მის ადგილს „სპაერი“ დაიკავებს, მეორე პლეი ოფში მოხვედრის შანსი კი თბილისის „მერანს“ და „ვიტ ჯორჯიას“ აქვთ. ორივე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს – „მერანი“ ეროვნულ ლიგაში გადასულ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ – ზუგდიდის „დინამოს“. ერთ-ერთი მათგანი „თბილისი სითის“ მეტოქე იქნება.

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფების განრიგი ასეთია:

07.12.2021 – პირველი მატჩები

„კოლხეთი“ – „რუსთავი“

? – „თბილისი სითი“

11.12.2021 – საპასუხო მატჩები

„რუსთავი“ – „კოლხეთი“

„თბილისი სითი“ – ?