ეროვნულ ლიგა 2 | რუსთავმა ქულები დაკარგა, „სპაერი“ ლიდერია #1TVSPORT

19:57, 06.04.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

„დინამო 2“ (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:1

„ვიტალი დარასელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი მარტვილელების უზბეკმა თავდამსხმელმა ჯავოხირ ესონკულოვმა გაიტანა. ამ მოგების შემდეგ მარტვილის „მერანი“ მესამე ადგილზე გადავიდა.

„ლოკომოტივი“ – „რუსთავი“ 2:2

„ლოკომოტივმა“ თამაშის კარგად დაიწყო – თბილისელები დენის ამოაკოსა და ლაშა მენთეშაშვილის გოლებით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „რუსთავმა“ ავთანდილ გუჯაბიძისა და ლევან კუტალიას ზუსტი დარტყმებით ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით სატურნირო ცხრილში „სპაერმა“ გადაასწრო.

„გონიო“ – „მეშახტე“ 0:1

ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ტყიბულის „მეშახტემ“ დავით მოსიძის ავტოგოლით გაიმარჯვა და სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

„სპაერი“ – „სამტრედია“ 2:1

ანგარიში „სამტრედიამ“ რუბენ გაუტოს გოლით მე-12 წუთზე გახსნა, მაგრამ საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა და საბა გეგიაძისა და ზაქარია ბასილაშვილის გოლებით მოიგო. ბომბარდირთა დავაში 6-6 გოლით საბა გეგიაძე და „მერანის“ თავდამსხმელ ჯავოხირ ესონკულოვთან ლიდერობენ.

„სიონი“ – „იბერია 2“

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მე-10 წუთზე სტუმრები გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, 51-ე წუთზე კი ალექსანდრე ვერულიძემ წონასწორობა აღადგინა. 73-ე წუთზე ორივე გუნდი 10-10 მოთამაშით დარჩა – მთავარმა არბიტრმა „სიონიდან“ ნოდარ იაშვილი გააძევა, ხოლო „იბერია 2“-იდან – გურამ გოშთელიანი.

მსგავსი