ეროვნულ ლიგა 2 | „კოლხეთი 1913“-მა ლიდერი „გარეჯი“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრებში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელმაც ლიდერთა ჯგუფში მდგომარეობა დაძაბა.
ფოთში, „ფაზისის“ სტადიონზე მეორეადგილოსანი „კოლხეთი 1913“ ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. დათა სიჭინავასა (57) და ბექა ხარშილაძის (72) გოლებს საგარეჯოელებმა მხოლოდ დავით ლომთაძის (80) ზუსტი დარტყმით უპასუხეს. ამ მოგებით ფოთელები ქულებით (55) „გარეჯს“ გაუთანაბრდნენ, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.
სტუმრად მოიგო მესამეადგილოსანმა „სპაერმა“, რომელიც ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ მეოთხეადგილოსან „სიონს“ დაუპირისპირდა. ანგარიში პენალტით ბექა ქართველიშვილმა (21) გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში კობა ქებურიამ (88) წუთზე დააფიქსირა.
ტური 27
სიონი – სპაერი 0 : 2
კოლხეთი 1913 – გარეჯი 2 : 1
დინამო-2 თბ – მერანი მრ 4 : 2
ვიტ ჯორჯია – ხობის კოლხეთი 1 : 1
მერანი თბ – ლოკომოტივი 0 : 2
ეროვნული ლიგა 2
1. ფოთის კოლხეთი 55
2. გარეჯი 55
3. სპაერი 50
4. სიონი 46
5. დინამო-2 თბ 44
6. ხობის კოლხეთი 39
7. ვიტ ჯორჯია 33
8. ლოკომოტივი 23
9. მერანი მრ 20
10. მერანი თბ 12