ერნესტო ვალვერდე – მესი „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება

12:47, 04.11.2018
BARCELONA, SPAIN - OCTOBER 20: Lionel Messi of FC Barcelona during the La Liga Santander  match between FC Barcelona v Sevilla at the Camp Nou on October 20, 2018 in Barcelona Spain (Photo by Jeroen Meuwsen/Soccrates/Getty Images)

ლიონელ მესი, რომელმაც 20 ოქტომბერს, „სევილიას“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში, მარჯვენა ხელი მოიტეხა, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის უახლოეს ტურში მოედანს დაუბრუნდეს. ამის შესახებ კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „რაიო ვაკიეკანოსთან“ გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, მესისთან ერთად გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობს. შევხედავთ, როგორ წარიმართება მისი ვარჯიში და „ინტერის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში, „ბარსელონამ“ „რაიო ვალიეკანო“ სტუმრად 3-2 დაამარცხა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას 1-2 აგებდა.

ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა მალე ორის გატანა მოახერხეს და წინ გავიდნენ.

ეს ანგარიში 87-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ მოედანზე დემბელე გამოვიდა და გაათანაბრა, 90-ეზე კი ისევ სუარესმა გაიტანა და „ბარსელონას“ დრამატული გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი