ერნესტე ვალვერდე - მესისა და ტერ შტეგენს სამედიცინო შემოწმება ელოდებათ
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტე ვალვერდემ განაცხადა, რომ მისთვის ჯერ არაფერია ცნობილი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ფორვარდ ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა ტრავმის გამო გამოტოვა ბრაზილიასთან (0:1) მატჩი, არგენტინის ნაკრების ლიდერს კი მონაწილეობა არ მიუღია იტალიასთან (2:0) და ესპანეთთან (1:6) ამხანაგურ მატჩებში.
„ჯერ ძალიან ცოტა ვიცით მესისა და ტერ შტეგენის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ხუთშაბათს მათ სამედიცინო შემოწმება ელოდებათ, რის შემდეგაც შევაფასებთ ფეხბურთელების მდგომარეობას”,- ამბობს “ბარსელონას” ოფიციალურ გვერდზე ვალვერდე.