არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ერნან კრესპომ აღნიშნა, რომ გუნდური თამაშის გარეშე, “ალბისელესტე” ვერ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს. შაბათს, სამხრეთამერიკულმა გუნდმა ფრედ 1:1 ითამაშა ისლანდიის წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მესისგან ბევრს ველოდებით, მაგრამ ლეო არ არის მარადონა და მარტო მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა არგენტინელმა, მათ შორის, მისმა პარტნიორებმა გუნდში. ის ფენომენალურია, თუ სწორ პირობებში იმყოფება, როგორც ეს “ბარსელონაშია“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ბრძოლა უხდება. მას ისლანდიასთან არავინ მიხმარებია. დი მარია ერთხელაც ვერ გაექცა ისლანდიელებს. ნახევარდაცვა მესის არ ეხმარებოდა”, – განაცხადა კრესპომ La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.