„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა სამი ცენტრალური მცველი გამოარჩია, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე რთულია თამაში. ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დეიკი და კალიდუ კულიბალი კარგად უხამებენ ერთმანეთს ფიზიკურ და ინტელექტუალურ ძალებს.
„რამდენიმე ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ მითამაშია. ვფიქრობ, მათგან სამი საუკეთესოა მსოფლიოში. ესენი არიან – სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დეიკი და კალიდუ კულიბალი. სამივენი ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად, მაგრამ, ამავდროულად, ისინი ჭკუით გამოირჩევიან“, – განაცხადა ჰალანდმა.
2020-21 წლების სეზონში ჰალანდმა 14 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი გაიტანა.