ერლინგ ჰალანდი - საკუთარ სიცოცხლეს ბალოტელის ვანდობდი, ის საუკეთესოა, ვინც აქამდე მინახავს #1TVSPORT
„მანჩეტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა განაცხადა, რომ თავის სიცოცხლეს იტალიელ თავდამსხმელს მარიო ბალოტელის ანდობდა, აგრეთვე აღიარა, რომ უკაცრიელ კუნძულზე თან წაიყვანდა კევინ დე ბრუინსა და თავის მშობლებს.
„ვის ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს? საკუთარ თავს, რადგან ძალიან ვენდობი საკუთარ შესაძლებლობებს. მაგრამ თუ ვინმე სხვა უნდა ავირჩიო, მაშინ მარიო ბალოტელი, რადგან ის საუკეთესოა, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. ის მართლაც კარგი ბიჭია. ამიტომაც მე ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს საკუთარ თავს ან მას.
ვის წავიყვანდი უკაცრიელ კუნძულზე? კევინ დე ბრუინს. ის იქაც მომცემდა შესანიშნავ შედეგიან გადაცემებს. და კიდევ, ჩემს მშობლებს, რათა მათ ჩემზე იზრუნონ და კარგი ნორვეგიული კერძები მომიმზადონ“, – მოჰყავს ჰალანდის სიტყვები Sky Sport-ს.