დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, შესაძლოა, პროფესიული კარიერა „ბრენტფორდში“ გააგრძელოს. ამის შესახებ დაწერა ინტერნეტგამოცემა The Athletic-მა.
აღნიშნავენ, რომ ინგლისურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელს ნახევარწლიანი კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. უფრო ადრე იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დანიელს რამდენიმე შეთავაზება აქვს ინგლისური, დანიური და ნიდერლანდური კლუბებიდან.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენმა ევრო 2020-ის შემდეგ შეწყვიტა კარიერა, როცა დანიისა და ფინეთის ნაკრებთა მატჩში გულის შეტევა მიიღო. მისმა ბოლო კლუბმა „ინტერმა“ 17 დეკემბერს კონტრაქტი გაწყვიტა დანიელ ფეხბურთელთან.