ერიკ მამერი - ევროკომისია არ გაგზავნის კომისრებს უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე
ერიკ მამერი - ევროკომისია არ გაგზავნის კომისრებს უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე

ევროკომისია არ გაგზავნის კომისრებს უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელი ერიკ მამერი აცხადებს.

მისივე ცნობით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ ლერ ლაიენმა გააუქმა კომისართა ვიზიტი უნგრეთში და შეცვალა წარმომადგენლობის დონე უნგრეთის თავმჯდომარეობის შეხვედრებზე.

მამერის თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით“.

„უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის კომისია მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე იქნება წარმოდგენილი, საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრების ვიზიტი არ მოხდება“, – წერს მამერი.