ერევანში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
ერევანში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ერევანში ოპოზიციის წინააღმდეგობის მოძრაობის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

საპროტესტო მარში წინასწარ იყო დაანონსებული. აქციის მონაწილეები ოთხი მიმართულებით ერთდროულად დაიძრნენ.

აქტივისტებს ეროვნული დროშები ეჭირათ ხელში და ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ.

მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მსვლელობის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დღეს საღამოს ოპოზიციის მსვლელობის მონაწილეები მიტინგს გამართავენ ერევანში საფრანგეთის მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ანტისამთავრობო აქციები სომხეთის დედაქალაქში პირველი მაისიდან იმართება.