ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა
ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალში“ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 17-18 აგვისტო სომხეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა. ინფორმაციას სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა.

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ათობით კი, მძიმედ დაშავდა.