ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის მცირეწლოვანი და ორსული ქალიც არიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის ათი დაღუპულის ვინაობა. 18 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქების შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, შვიდი მათგანი ამ დრომდე მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

სომხეთის დედაქალაქში აფეთქება 14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა.