ერაყში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.