ერაყის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა
ერაყის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთში, ბალდის საჰაერო ბაზის მიმართულებით შვიდი რაკეტა ისროლეს.

„არაბნიუსის“ ინფორმაციით, სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორი რაკეტა ბაზის გარეთ სასოფლო-სამეურნეო ზონაში აფეთქდა და ზარალი არ გამოუწვევია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია. წარსულში ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმები არაერთხელ განხორცილდა. ზოგიერთ თავდასხმაზე ერაყში პასუხისმგებლობა ირანისგან მხარდაჭერილ დაჯგუფებებს დააკისრეს.