„ექვსი ერის“ გამარჯვებული ინგლისია - საფრანგეთმა ირლანდია დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონობას ვერ შესწვდა [ვიდეო]
„ექვსი ერის“ გამარჯვებული ინგლისია - საფრანგეთმა ირლანდია დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონობას ვერ შესწვდა [ვიდეო]

„ექვსი ერის“ წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელმაც ბოლო მატჩში იტალიას ანგარიშით 34:5 აჯობა და ბონუს ქულაც დაიმსახურა, თუმცა ჩემპიონის ვინაობა საბოლოოდ საფრანგეთისა და ირლანდიის დაპირისპირების დასრულების შემდეგ გაირკვა.


ირლანდიას ჩემპიონობის შანსი იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუკი შეხვედრას ან ბონუსით, ან შვიდ ქულაზე მეტით მოიგებდა. უფრო რთულად ჰქონდათ საქმე ფრანგებს – „ლე ბლეს“ ჩემპიონობისთვის ბონუსთან ერთად 32 ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა.

ტურნირის ბოლო მატჩი პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 35:27 დასრულდა. მართალია, „ლე ბლემ“ გაიმარჯვა, მაგრამ მხოლოდ 12 ქულიანი სხვაობით და „ექვსი“ ერის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ინგლისმა მეტოქეს უკეთესი გატანილი/გაშვებული ქულების სხვაობით აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფრანგებმა სტუმრებს ნამდვილი „შამპანიურის რაგბი“ შესთავაზეს – გამორჩეულად კარგი მატჩი ჰქონდათ გუნდის ცხრა ნომერს ანტუან დუპონს და ახალგაზრდა მგეზავ რომენ ნ’ტამაკს, რომელმაც ლელოც დადო და მთლიანობაში გუნდს 18 ქულა მოუტანა.


„ექვი ერის“ დასკვნით დღეს გამართულ კიდევ ერთ დაპირისპირებაში უელსი შოტლანდიასთან ანგარიშით 14:10 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბოლოადგილოსან იტალიას გადააასწრო.