ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი დისკალიფიკაციის შემდეგ ტოკიოში გამოსვლას აპირებს
ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე რაიან ლოხტე, რომელმაც 14-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს.
„მე სხვა ადამიანი გავხდი იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ვიყავი. დღეს მე არ ვცდილობ ვინმეს რამე დავუმტკიცო. მე ამას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – მეხუთე ოლიმპიადაზე გამოსვლა და იმედი მაქვს, რომ იქ პოდიუმზეც ავალ“, -მოჰყავს „ბი ბი სის“ (BBC) ლოხტეს სიტყვები.
ლოხტეს ამ დისკვალიფიკაციის ათვლა 2018 წლის 25 მაისიდან დაიწყო. ამ დღეს, ამერიკელმა ერთ-ერთ კლინიკაში გადასხმის პროცედურა ჩაიტარა. ამასთან, გამოყენებულ იქნა ნებადართული პრეპარატი, უბრალოდ, მოცურავემ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა. ლოხტემ გამოძიებასთან ითანამშრომლა, მაგრამ დისკვალიფიკაცია თავიდან ვერ აიცილა.
34 წლის რაიან ლოხტე ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია, აქედან ოთხი ოქრო მოპოვებული აქვს 4×200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. მის აქტივშია ასევე თითო ოქრო 200 მეტრზე გულაღმა ცურვასა და 400 მეტრზე კომპლექსურში.