ექთანი, რომელსაც მესამედ ჩატარებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, აცხადებს, რომ კლინიკაში ყველასგან იზოლირებულად იმყოფებოდა
ექთანი, რომელსაც მესამედ ჩატარებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, აცხადებს, რომ კლინიკაში ყველასგან იზოლირებულად იმყოფებოდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანი, რომელსაც მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, აცხადებს, რომ ცალკე პალატაში, ყველასგან იზოლირებულად იყო. მისი თქმით, უკვე დატოვა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა.

„მესამედ ტესტირების გაკეთება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ჯერ პირველი პასუხი იყო დადებითი, აუცილებელი გახდა შემდეგი ტესტები. მეორე რომ უარყოფითი იყო, მესამედ ტესტის გაკეთებაც გახდა საჭირო, რათა დაედასტურებინათ, რომ ნამდვილად უარყოფითი პასუხი იქნებოდა. არავითარი სიმპტომი არ მქონია, უბრალოდ, ალბათ ტესტი შეცდა.

ცალკე პალატაში ვიყავი ყველასგან იზოლირებულად. გეგმურად ჩამიტარდა ტესტირება, როგორც ყველა მედპერსონალს. მეც მათთან ერთად ჩამიტარდა კვლევა და იქ დამიდასტურდა ეს პასუხი. უკვე დავტოვე კლინიკა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად მედიკოსს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.